Skip links

ჩვენი პროგრამა

ჩვენი პროგრამა

 
თქვენი ბავშვის პროგრამა ითვალისწინებს ინგლისური, რუსული და ქართული ენების შესწავლას, ხელოვნების, მუსიკის და თამაშის თანხლებით. აგრეთვე ეს პროგრამა მოიცავს გარე სამყაროს ყოველმხრივ შეცნობას.
 
თითოეული ჯგუფისათვის სასწავლო გეგმა შემუშავებულია ინდივიდუალურად ბავშვთა სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობათა დონეების გათვალისწინებით. 
 
ოთახებში მოთავსებულია მრავალი სახის ლიტერატურა, სათამაშო კომპიუტერები და უსაფრთხო სათამაშოები. 
 
”მზის სხივში” ბავშვები საუზმობენ დილის 11:00 საათზე,  სადილობენ შუადღის 14:30 საათზე, ვახშმობენ 16:30 საათზე.
 
მათი საკვები მზადდება ”მზის სხივის” კვების ბლოკში. 

ორი წლის ასაკი.

ორი წლის ასაკის ბავშვებისათვის პროგრამა ითვალისწინებს პატარებს გაუიოლოს მშობლებთან დაშორება, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს პედაგოგებთან და თანატოლებთან. ბავშვები ეუფლებიან ხელოვნების ძირითად საგნებს. სწავლობენ სიმღერებსა და ცეკვებს, ფორმებისა და ფერების განსხვავებას, ტარდება სპორტული გამაჯანსაღებელი ვარჯიშები ბავშვთა ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისათვის.

სამი წლის ასაკი.

ამ ასაკისათვის წამახალისებელი სასწავლო პროგრამა ეხმარება ბავშვს ჩამოყალიბდეს დისციპლინირებულ ინდივიდად, შეძლოს თავისუფალი ურთიერთობა თანატოლებთან. ამ ასაკის ბავშვები სიამოვნებით ეუფლებიან ხელგარჯილობას, მუსიკას და კულინარიას. კარგ ამინდში ბავშვები ყოველთვის გადიან ეზოში სათამაშოდ.

ოთხი-ხუთი წლის ასაკი.

ეს პროგრამა 4-5 წლის ბავშვებისათვის ითვალისწინებს მოზარდებს გაუღრმავოს ინტერესი გარემომცველი სამყაროს მიმართ. შესწავლის საგნებია: ოჯახი, საზოგადოება, ბუნება, ტრანსპორტი და უსაფრთხოება. გარდა ამისა, მუსიკა, ხელოვნება, შემოქმედებითი სამუშაოები, კულინარია და ხეზე მუშაობა იძლევა შესაძლებლობას გამომჟღავნდეს ბავშვის შემოქმედებითი უნარი. ხუთი წლის ასაკის ბავშვებისათვის სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენებში.

ორშაბათი – მოლბერტზე ხატვა; გობელინი; რუსულის გაკვეთილი;
სამშაბათი, პარასკევი – მუსიკა;
ოთხშაბათი – სასწავლო აღზრდელობითი ვიდეო ფილმებისა და მულტფილმების ჩვენება ინგლისურ ენაზე;
ხუთშაბათი – კულინარიის გაკვეთილი.