Skip links

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჰობიტონში პატარას დახვდება მზრუნველი, ოჯახთან მიახლოებული, განმავითარებელი გარემო. თქვენს შვილს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს თამაშით სწავლებაში. ჩვენი აღზრდის მეთოდის ცენტრში არის ბავშვის თამაშით განვითარება. შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ბავშვები “უბრალოდ თამაშობენ”, მაგრამ ჩვენი აღმზრდელები ამ თამაშის დროს მუდმივად სთავაზობენ ბავშვებს ახალ და რთულ გამოწვევებს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ პროცესში ბავშვებს უნვითარდებათ ისეთი უნარები, როგორებიცაა: თავდაჯერებულობა, გაზიარება, დახმარების სურვილი, დამოუკიდებლობა, შეუპოვრობა, კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და სამყაროს შეცნობის უნარი. 

ჰობიტონი მიესალმება მშობლების ჩართულობას საბავშვო ბაღის ცხოვრებაში. ისინი ჩართულები არიან ღონისძიებებში, კულინარიაში, ზღაპრების კითხვაში, მოგზაურობებში, სხვადასხვა რესურსების მოზიდვასა და დანერგვაში.

ჩვენი ბაღის აქტივობებზე მუშაობს მთელი გუნდი. მუშაობაში ჩართულია ბაღის დამფუძნებელი, დირექტორი, ხარისხის მართვის სპეციალისტი, აღმზრდელები და ძიძები. ჩვენი მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ გარემო, რომელიც მაქსიმალურად შეძლებს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას. ამას მოჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეცნიერება, ხელოვნება, წიგნიერება.

ჩვენი ლოკაცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა – ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომელიც ტყის ბაღის კონცეფციით ინსპირირებულ გასვლით ღონისძიებებში ხელს გვიწყობს. შესაბამისად, ჩვენი აქტივობები მოიცავს როგორც შიდა, ასევე ეზოს გარე სივრცეს, რა თქმა უნდა, ამინდის, სეზონისა და პროგრამის გათვალისწინებით.

მისია

საბავშვო ბაღი ჰობიტონის მისიაა ბავშის ჰოლისტური განვითარება თამაშისა და პროექტული სწავლების გამოყენებით, რომელიც ეფუძნება მშობლებისა და თემის ჩართულობას.
ვთამაშობთ, ვსწავლობთ, ვიზრდებით!

ხედვა

საბავშვო ბაღი ჰობიტონის ხედვა არის 2030 წლისთვის სრულად უზრუნველყოს ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის მონტესორის იდეით შექმნილი გარემო, რომელიც გულისხმობს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ხის ავეჯით, ბუნებრივი მასალით და მრავალფეროვანი სათამაშოებით აღჭურვილ ცენტრების სივრცეებს.

ღირებულებები

აღნიშნული მისიის შესასრულებლად ჩვენი სტრატეგიული გეგმა ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა:
- პოზიტიური და ფიზიკურად უსაფრთხო გარემო;
- აქტივობების დაგეგმვის პროცესში ბავშვის ინტერესების გათვალისწინება;
- თამაშითა და პროექტებით სწავლება;
- გარე აქტიოვებების, გასვლითი ღონისძიებებისა და ლაშქრობების ორგანიზება, რომელიც ეხმარება ბავშვს სამყაროს შემეცნებაში - მე, როგორც სამყაროს ნაწილი;
- ბავშვები, როგორც “პატარა მკვლევარები”;
- თანამშრომლების უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა;
- თემის რესურსის გამოყენება;
- მშობლების ჩართულობა, მათთან კომუნიკაცია და ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმირება ელექტრონული სისტემის გამოყენებით.